აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კანონპროექტს,საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის აუცილებელი იყო. ამის შესახებ მიკრობლოგ “ტვიტერზე” თეთრი სახლის პრეს-მდივანი, სარა სანდერსი წერს.
ამ ხერხით დონალდ ტრამპი ცდილობს ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე კედლის აშენებისთვის ფინანსები გამონახოს. თანხების მოძიებას კი, თეთრი სახლის ლიდერი კონგრესის გვერდის ავლით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებით მოახერხებს.
ცოტა ხნის წინ სენატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებას დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას 53 რესპუბლიკელიდან 12 მიემხრო. 2019 წლის თებერვალში იგივე გადაწყვეტილება მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ.
სავარაუდოდ, 26 მარტს წარმომადგენლობითი პალატა, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, ვეტოს დაძლევას შეეცდებიან. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმაც, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან.
კედლის დაფინანსების საკითხი გახდა ყველაზე ხანგრძლივი 35-დღიანი ე.წ. შათდაუნის მიზეზი. ტრამპი ითხოვს, რომ კედლის აშენებისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიარდზე მეტი გამოუყონ, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი სტატიები