როგორ დავეხმაროთ მეგობარს სუიციდური აზრებით

ეს არის შემაძრწუნებელი ფსიქოლოგიური ტკივილი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, ტანჯვას და ბევრ სხვა რთულ ემოციას. რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში თვითმკვლელობა მოჰყვეს.
უბედურების ჟამს ყველა ადამიანს გაუვლია აზრი თვითმკვლელობაზე. გაელვება – სწორედ ეს სიტყვა მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არის დროებითი განცდა, რაც თვითმკვლელობამდე ვერ მიგვიყვანს. თუმცა ამ აზრის ხშირმა გაელვებამ და ინტენსივობამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ შედეგამდე, როგორიც სულიერი ტკივილია. ეს იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიური ტკივილია, რომ შეიძლება მტანჯველი იყოს ადამიანისთვის და იწვევდეს მასში დარდსა და ტკივილს. სწორედ ამას მიჰყავს ადამიანი სუიციდის მცდელობამდე.
არის ნიშნები, რომლის მეშვეობიდაც შეგვიძლია მივხვდეთ და დავეხმაროთ ადამიანს. ამის ნიშნები შეიძლება იყოს: საუბარი თვითდაზიანებასა და სუიციდზე, უიმედობა იმ დონით, რომ შეუძლებელი ხდება რუტინული სამუშაოს შესრულება, საზოგადოებისგან განზრახი განცალკევება და ჩაკეტილობა. ეს შეიძლება გამწვავებული იყოს, თუ ადამიანმა გადაიტანა რაიმე ფსიქოლოგიურად რთული, ან მაშინ როდესაც, ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია.
როდესაც ვხვდებით ადამიანს ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევებით, ხშირად აგრესიულად ვიქცევით, ან დაკითხვას ვუწყობთ მას. ამის შედეგად ადამიანი უფერო იკეტება, რადგან არ ეძლევა საშუალება გაიხსნას და ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც მას აღელვებს.
ჩამოგითვლით ნაბიჯებს, რომელიც გვირჩიეს ფსიქოლოგებმა. ის დაგვეხმარება დავეხმაროთ ადამიანს განკურნებაში.
• პირველ რიგში, მიუხედავად შოკისა და პანიკისა, რომელსაც იგრძნობთ, სუიციდის გაგებისთანავე, აუცილებელია შევინარჩუნოთ გაწონასწორებულობა. ადამიანი, რომელიც გრძნობს პანიკას იკეტება და არ იძლევა საშუალებას გაერკვიოთ მის გრძნობებში.
• მიუდექით ამ საკითხს განკითხვის გარეშე. ამ აზრების არსებობა არც ცუდია, არც კარგი. ეს ჯერჯერობით მხოლოდ აზრებია, ასე რომ შესაძლებელია ნაბიჯის უკან გადადგმა და გარკვევა, თუ რა იწვევს არასასიამოვნო აზრებს
• ისაუბრეთ ამ საკითხზე გახსნილად. არ ეცადოთ ყურადღება გადაუტანოთ და გაამხიარულოთ ის, რადგან ეს გამოიწვევს მხოლოდ დროებით ემოციის გადადებას.
• უსმინეთ ყურადღებით, რჩევების მიცემის გარეშე, დაე ილაპარაკოს საკუთარ გრძნობებზე რამდენიც სურს. ეს „წმენდს“ გზას კათარზისისკენ, რადგან ადამიანი იცლება ემოციებისგან. მისთვის კონსულტაციის გაწევამ შეიძლება უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს. შეიძლება იფიქროს, რომ არასრულფასოვანია, საკუთარი თავი შეეცოდოს ან იფიქროს რომ არ ან ვერ ესმით მისი.
• მოთმინება არის გასაღები ცვლილებისთვის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ ცხოვრებას. მათ შეიძლება დაუსრულებლად ისაუბრონ იმაზე, თუ რა უბედურები არიან და რა უიმედოდ გამოიყურება მათი ცხოვრება მოცემულ პერიოდში. მოუსმინეთ მოთმინებით და დაიწყეთ საუბარი, რომ მიუხედავად სირთულეებისა სამყარო ასეა მოწყობილი.
• შემდეგ კი შესთავაზეთ დახმარება ადამიანს, რომელიც ცუდ სიტუაციაშია გახვეული. დაარწმუნეთ, რომ თქვენ მასთან იქნებით სირთულეში და დაგირეკოთ ან გესაუბროთ ნებისმიერ დროს, როცა მას დასჭირდება, ან მოუნდება. ამასთანავე გაუღრმავეთ მას ნდობა სხვა ადამიანების მიმართ და მიანიშნეთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც შეძლებენ ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ მას.
აუცილებელია, რომ ჩვენ გვესმოდეს ამ სიტუაციის სერტიოზულება. სტრესს ყველა სხვადასხვაგვარად უმკლავდება და თუ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია გადალახოს ყველაფერი, ყველა ასეთი არ არის. ამასთანავე, ეს შეიძლება არ იყოს ხერხი ყურადღების მისაპყრობლად, ეს შეიძლება იყოს სულის კივილი დახმარებასთან დაკავშირებით. იყავით ყურადღებიანი და კეთილი.