19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წლის ყველაზე გემრიელი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება.
„ხაჭაპურის ფესტივალზე ასევე გელით: სამმეტრიანი გებჟალიის მასტერკლასი და დაგემოვნება, ოთხმეტრიან მაყალზე შემწვანი ხაჭაპური, მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი ნაწარმის დეგუსტაცია, გასტრონომიის ასოციაციის მიერ UNESCO-ში წარდგენილი ხაჭაპურის პროექტი და ხაჭაპურის ისტორია, ეთნო და ფოლკლორული მუსიკა, გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი პროდუქციის (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა) გამოფენა-გაყიდვა“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს დეგუსტაციები და კულინარიული მასტერ-კლასები: მომზადდება 4 მეტრიან მაყალზე ხაჭაპური და სამმეტრიანი გებჟალია. თავის ოსტატობას ფესტივალზე გამოცდილი შეფ-მზარეულები წარმოაჩენენ.