საქართველო-გიბრალტარის თამაში დღეს გაიმართება

დღეს, თბილისის დროით 22:45- ზე, საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.