„ტვინის გამორეცხვის“ 10 საშუალება საქართველოში

ჩვენი გონებისა და აზრების დაპყრობას, ანუ ჩვენით მანიპულირებას  ყველაზე ხშირად ცდილობენ პოლიტიკური ძალები და მათი მხარდამჭერი მედია-საშუალებები. მითუმეტეს ციფრულ ერაში და მითუმეტეს დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში.

მაშ ასე ტვინს გვირეცხავენ შემდეგი გზებით:

1.ყურადღების გადატანა
უძველესი დროიდან ხალხზე ზეგავლენის მოხდენის ძირითადი მეთოდი იყო მათი ყურადღების გადატანა სერიოზული პრობლემებიდან, რომელიც უკავშირდებოდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, უმნიშვნელო მოვლენებზე.
2.პრობლემის შექმნა და მისი გადაჭრის საშუალების შეთავაზება
პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებულ ამ მეთოდიკას ეწოდება „პრობლემა-რეაქცია-გადაჭრა“. საამისოდ იქმნება რაიმე პრობლემა, რომელიც გამოიწვევს მოსახლეობის რეაქციას, რომლის გადასაჭრელად საჭიროა ხელისუფლების ჩართულობა.
3 ე.წ. შერიგება
რათა მასამ დასტური მისცეს რაიმე არაპოპულარულ კანონს, ის ჯერ უნდა შეაჩვიო ამას, საჭიროა მისი ეტაპობრივად მიწოდება. ხანდახან ამას სჭირდება დღეები, ხანდახან კვირები, თვეები და შესაძლოა ამას წლებიც დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე.
4. გადავადება
არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება კიდევ ერთი გზით – წარმოაჩინოთ იგი როგორც მტკივნეული და უკიდურესად აუცილებელი, მაგრამ ამავე დროს უნდა მოხდეს მისი ხორცშესხმა შორეულ მომავალში. რასაკვირველია, მასების დამტკიცება აქ და ახლა უნდა მივიღოთ – ხალხი უფრო მზად არის გაიღოს გარკვეული მსხვერპლშეწირვა, ზოგადი სიკეთისთვის, ბურუსით მოცულ მომავალში.
5. მოექცე, როგორც ბავშვებს
ალბათ, შეამჩნევდით, რომ ორატორები, თავიანთ პროპაგანდისტულ გამოსვლებში, აუდიტორიას ხშირად მიმართავენ, როგორც ბავშვებს ან მოხუცებს, რომელთა გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა შეინიშნება.  მფარველობითი ინტონაციები, პრიმიტიული არგუმენტები, უბრალო შედარებები და ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მარტივი სიტყვების კრებული – ინფანტილური სიტყვების მარაგია, რათა მსმენელი შეცდომაში შეიყვანო. გავიხსენოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა თელავში, სადაც მან ილუსტრაციისათვის ზაპოროჟეცი, ვოლგა და მერსედესი გამოიყენა.
6. ნაკლები გააზრება – მეტი ემოცია
ნეიროლინგვისტური პროგრამირების კლასიკური ხერხია ადამიანის მიერ მიმდინარე მოვლენების რაციონალური ანალიზის ბლოკირება, ხოლო უარეს შემთხვევაში – ემოციების მეშვეობით მოვლენის კრიტიკული აღქმა. ემოციური ფაქტორების გამოყენება ფართო საშუალებას იძლევა ქვეცნობიერში შეაღწიო, სადაც ადვილია დანერგო შიში, სურვილები და საქციელიც კი. ამის ნათელი მაგალითია ე.წ. „ქართველი“ ევრაზიელებისა და პრორუსული „რბილი ძალის“ მიერ უკანასკნელ დროს პედალირება, თითქოს და საქართველოს ემუქრება „მუსლიმური ძალა“.
7. უმეცრობის დანერგვა
ამ შემთხვევაში, ძირითადი ინსტრუმენტია უმეცრობის, უვიცობის კულტივირება, რათა ამ გზით გააღრმავონ უფსკრული საზოგადოების ზედა და ქვედა ფენებს შორის. ხშირად,  ეს კეთდება განათლების მეშვეობით – განათლების ხარისხის დაქვეითება საშუალებას იძლევა მივიღოთ მოსახლეობა პრიმიტიული აზროვნებით და დაბალი მოთხოვნით. ამის ერთ-ერთი მიზანია – ხელი შეუშალონ ხალხს გააცნობიერონ ის მეთოდები და ტექნიკა, რომლებიც გამოიყენება მათზე გავლენის მოსაპოვებლად.
8. უსარგებლო ადამიანის კულტი.
მოსახლეობას უნერგავენ მოსაზრებას, რომ დღეს მოდაში ვულგარული, სულელი და ცუდად აღზრდილი ადამიანია. ეს მიდგომა უკავშირდება წინას და ის  მიმართულია „ბნელი“ საზოგადოების ფორმირებისკენ, სადაც  გაბატონებულია უვიცობა. მეორეხარისხოვანი წარმოჩენილია როგორც საზოგადების შეფასების ეტალონი მის ყველა ასპექტში – კულტურა, მეცნიერება, რელიგია, პოლიტიკაში..
9. დანაშაულის გრძნობის გაძლიერება
კონფუცი (ქრისტეს შობამდე  551-479 წწ.) აფრთხილებდა საზოგადოებას: „უფრთხილდი მათ, ვისაც თქვენში დანაშაულის გრძნობის ჩანერგვა უნდა, რადგანაც მათ თქვენზე ბატონობა სურთ“.
10. ადამიანებზე იმაზე მეტის ცოდნა, ვიდრე მათ თავად  იციან საკუთარ თავზე
მეორე მსოფლიო ომის მომდევნო წლებში მეცნიერებამ კოლოსალური ნაბიჯი გადადგა. მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამან გაარღმავა უფსკრული მმართველ კლასებსა და რიგით მოსახლეობას შორის.