მეღვინეობის დღე გურჯაანში

გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართა. მეღვინეობის ქალაქმა ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალმა სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებიც დაახვედრა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაციას წარმოადგენს. წელს, ფესტივალი წელს 20000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს სტუმრობდა მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia. ეს დღე სტუმრებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.