ანა დოლიძეს შეთავაზება ხელისუფლებას

დავით გარეჯი სრულად დაცულ ტერიტორიად უნდა იქცეს, ამის შესახებ განცხადებას უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძემ აკეთებს.
„ეს შეთავაზება დიდი ხანია დევს მაგიდაზე და შემუშავებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, მათ შორის მსოფლიო ბანკის და შემუშავებულია სასიქადულო მეცნიერების მიერ. ამ ეტაპზე გვინდა პოლიტიკურ დონეზე გავიტანოთ და დავდოთ მაგიდაზე, როგორც არსებული ვითარების მშვიდობიანი კი არა, სასარგებლოდ გადაწყვეტის შეთავაზება. ასეთი მაგალითები მსგავს დაძაბულ სამართლებრივად განუსაზღვრელ ტერიტორიებზე არსებობს. ვითარებას და ადგილს, რომელთან დაკავშირებით დაძაბულობაა, ვაქცევთ და ვიყენებთ საერთაშორიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილად და ეს ხდება ერთ-ერთი სერიოზული, გარემოსდაცვითი, ტურისტული და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი რეგიონში, ორივე მხარისთვის მომგებიანი“- ამბობს ანა დოლიძე.