დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის განადგურების 4 გზა

მთელი მსოფლიოს მეცნიერები სერიოზულად შიშობენ, რომ გიგანტური ასტეროიდი დაეცემა დედამიწას. უარეს შემთხვევაში შეჯახებამ შეიძლება გაანადგუროს სიცოცხლე დედამიწაზე. საუკეთესო შემთხვევაში, განადგურდება უზარმაზარი ქალაქები. ათასობით პოტენციურად საშიში კოსმოსური ობიექტი ჩვენი პლანეტის გასწვრის ყოველწლიურად დაფრინავს. ჩვენ გთავაზობთ 4 საშუალებას იმისთვის, რომ ეს შედეგები თავიდან ავიცილოთ.

კოსმოსური ბილიარდის მეთოდი


ეს მეთოდი პირველად შემოგვთავაზეს NASA- ს მეცნიერებმა. თუ უზარმაზარი ასტეროიდი წამოვა დედამიწისკენ, რომლის წონაც აღემატება ასობით ათას ტონას, მაშინ მისი განადგურება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ასე შესაძლებელია მას ტრაექტორია შეეცვალოს. ამ შემთხვევაში, კოსმოსური ხომალდი შეიძლება მფრინავი მონსტრისაკენ გაეშვას.
გაქანებული რაკეტა ასტეროიდს ისე შეეჯახება, როგორც კიი, რომელიც ბურთს ეჯახება. თუ დარტყმა ძლიერი იქნება, ასტეროიდი აცდება კურსს და დედამიწას გვერდს ჩაუვლის. მართალია, ეს მეთოდი საკმაოდ სარისკოა. ბევრია დამოკიდებული შემთხვევითობის ფაქტორზე.

მღებავის მეთოდი


2010 წელს ევროკავშირმა დაიწყო NEOSHIELD პროგრამის აშემუშავება. ამ აბრევიატურაში SHIELD არის ფარი ხოლო NEO – დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტები, ის იშიფრება, როგორც Near Earth Objects. მეცნიერთა გუნდი, გადარჩენის ბევრ ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ასტეროიდის თეთრად შეღებვაა.
ჟღერს იდიოტურად, მაგრამ ეს შეიძლება მუშაობდეს. მფრინავი ასტეროიდი მზისგან თბება. როდესაც თბილი მხარე ჩრდილშია, თერმული გამოსხივება მოქმედებს როგორც ძრავა და წინ უბიძგებს მას და თუ მისი ერთ – ერთი მხარე თეთრი ფერისაა, მაშინ ასტეროიდის სითბო გახდება არათანაბარი და შეიცვლება ფრენის გზა. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა.

ბრიუს უილისის მეთოდი

ამ თეორიის გარეშე, ჰოლივუდში, ფილმ „არმაგედონს“ ვერ გადაიღებდნენ. მას რეალურ მეთოდად განიხილავენ ევროპაში, NASA- ში, ასევე რუსი მეცნიერების მიერ დედამიწის პლანეტარული დაცვის ცენტიდან. შეგახსენებთ, ფილმში, ასტეროიდზე გაგზავნეს ნავთობის მუშაკთა გუნდი, რათა მათ გაებურღათ ასტეროიდის ზედა ფენა, იქ კი ატომური ასაფეთქებელი საშუალება ჩადეს.
მეცნიერული თეორია უფრო მარტივია. ჩემოთავაზებული იდეით, ხალხს პირდაპირ სიკვდილზე კი არ აგზავნიან, არამედ ასტეროიდისკენ გაუშვებენ ატომურ რაკეტას. ამ მეთოდში არის ერთი, მაგრამ სერიოზული რისკი. აფეთქების შედეგად მიღებული დიდი ასტეროიდი შეიძლება გაიყოს 100 ნატეხად, შემდეგ კი რა უნდა გავუკეთოთ მათ, გაუგებარია.

ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის მეთოდი


რუსმა ექსპერტებმა შემოგვთავაზეს შექმნილიყო ანტიასტეროიდული სარტყელი, სახელად „ციტადელი“. იდეის რალიზაცია დააფინანსა რუსეთის სამეცნიერო ფონდმა. ექსპერტები გვთავაზობენ, რომ სივრცეში მოთავსდეს სატელიტები. დაახლოებით 19 ათასი ასტეროიდი ემუქრება დედამიწას, ასე რომ სიტუაცია ნამდვილად სერიოზულია.
“ციტადელი” გულისხმობს თავდაცვის ორ ეშელონს: შორეულსა და ახლოს. პირველი, ასტერიოდზე თვალყურისდევნაა, მეორე კი, ასტეროიდის განადგურებაა დედამიწისთვის უსაფრთხო დისტანციით. განადგურების ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს ახალი რუსულ-ამერიკული ლაზერი. მაგრამ ამ სისტემაში მთავარია დროული შეტყობინება, იმისათვის, რომ არ განმეორდეს ჩელიაბინსკის მეტორის სიტუაცია, როდესაც უზარმაზარი კოსმიური ქვა ყველასთვის მოულოდნელად აფეთქდა ქალაქის ზემოთ, ცაზე.