ამერიკა თურქეთს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

ამერიკა თურქეთს, სირიაში შეჭრის მიზეზით, სანქციებს უწესებს. როგორც აღინიშნა, სავარაუდოდ, სანქციები მიმდინარე კვირაში ამოქმედდება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, განცხადებით, ტრამპმა თურქეთს „ძალიან მკაცრი სანქციები“ მოუმზადა. კონკრეტულად რა ეკონომიკური სანქციები მოუმზადა აშშ-მ თურქეთს ცნობილი არ არის.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით ამერიკა თურქეთში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განმარტებით, ანკარა უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ ქმედებას, რომლის მიზანი ტერორიზმის წინააღმდეგ მის ბრძოლისთვის ხელის შეშლა იქნება.]