იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისის“ შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

ტაიფუნს თან წყალდიდობა და მეწყერიც ახლდა. სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაიკარგა, ხოლო 189 დაშავდა. 136 000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო 4300-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობა, ისევე როგორც ექსპრეს მატარებლების, ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე “ნიკკოს” ტურისტულ მხარეში უკვე აღდგენილია.
მეტეოროლოგების მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, ტაიფუნი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული.