რას ნიშნავს დედობა ანჯელინა ჯოლის თანახმად

მსახიობი, 6 შვილის დედა, 44 წლის ანჯელინა ჯოლი, საუბრობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კარგი დედობა.

მსახიობმა ამ თემაზე Maleficent: Mistress of Evil-ის კინოჩვენებისთვის გამართული ტურნეს დროს ისაუბრა.

ანჯელინა გულწრფელად გვიყვება იმის შესახებ, თუ რას გრძნობდა მაშინ, როცა პირველი შვილი გააჩინა.

”ჩვენ, ალბათ, ყველას გვაქვს იდეა, წარმოდგენა იმაზე, თუ როგორია კარგი დედა. მე მქონდა, სანამ დედა გავხდებოდი. ვფიქრობდი, იმისთვის, რომ იყო კარგი დედა, უნდა იყო სრულყოფილი ადამიანი და ეს სრულებით არ შეესაბამება.