მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

შეერთებულ შტატებში შეიმუშავეს პორტატული მოწყობილობა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. როგორც გამოქვეყნებულ სურათზე ჩანს, ეს არის პატარა ჩიპი. ის მუდმივად თან უნდა ატარო. აღინიშნა, რომ გაჯეტს არ სჭირდება ბატარეები – ის იმ ენერგიით იკვებება, რომელსაც ადამიანი გამოყოფს სიარულის დროს.
მოწყობილობის შემქმნელების თქმით, ეს ასტიმულირებს სკალპს ელექტრული იმპულსებით. ეს ააქტიურებს იმ თმის ძირებს, რომლებიც შესუსტებულია. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ეფექტი ძალიან სასარგებლო იქნება სიმელოტის ადრეულ ეტაპზე.
მოწყობილობა შემოწმდა მელოტ მღრღნელებზე. ექსპერიმენტული ცხოველების ერთ ნაწილს “მკურნალობდნენ” თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით, მეორე ნაწილს კი მიამაგრეს ეს მოწყობილობა. აღმოჩნდა, რომ მოწყობილობა უკეთესად ეხმარება: რამდენიმე კვირის შემდეგ, ვირთხებს, რომელთაც მოწყობილება ეკეთათ მეტი ახალი თმა ამოუვიდათ, ამასთანავე ეს თმა უფრო გრძელიც იყო. ამავდროულად, ექსპერიმენტის დროს არ იქნა ნაპოვნი უარყოფითი გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, ექიმებმა თქვეს, რომ ჰიპოთერმია უმატებს სიმელოტის განვითარების რისკს, და ურჩიეს ქუდების ტარება შემოდგომასა და ზამთარში.