გიგა ნაცკერიამ ბათიაშვილის საქმეზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა

გიგა ნაცკერიამ ჟურნალისტებთან ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით „ბათიაშვილის საქციელი იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ”, თუმცა ყველა ადამიანი კანონის შესაბამისად უნდა იქცეოდეს. აღსანიშნავია, რომ ეს დანაშაული ნაცმოძრაობის დროს მოხდა, თუმცა მაშინ მსგავს განმარტებებს არავინ აკეთებდა. მათ გამო კი ახლანდელი პოლიტიკა ზარალდება, როგორც იმიჯურად, ასევე ეკონომიურადაც, რადგან, როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფოს „დაზარალებულისთვის“ 3,600 ევროს გადახდა დაეკისრა.
„დიახ, დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და პროცესში მიუკერძოებლობის იმ ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბატონმა ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ეს ფირი შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის ეს.
ჩემი აზრი ბატონი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია, იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, იმიტომ, რომ ბატონი კვიციანი ყველას გვახსოვს სად წავიდა – რუსეთში. იქ შეიფარეს. ბატონი ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართმსაჯულება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს”- განაცხადა სისხლიანი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ.