2020 წელს პარლამენტში ბევრი პარტია შევა – კახა კალაძე

თბილისის მერი და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის ამოცანა კოალიციის გარეშე არჩევნების მოგება იქნება. მისი განმარტებით, ახალი საარჩევნო სისტემა საშუალებას იძლევა ბევრი პარტია შევიდეს პარლამენტში.
„მგონია, რომ ყველა პარტია 2020 წლისთვის დამოუკიდებლად გამოვა. იცით, რომ ახალი საარჩევნო სისტემა შემოდის. ზოგადად, 2020 წლის პარლამენტის არჩევნები იქნება საინტერესო. თქვენ იცით, რომ ცვლილებები, რომელიც დავაანონსეთ, ბევრ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში შევიდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად გამოვალთ და მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ კოალიციის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა, ისე მოვიგოთ არჩევნები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. დაველოდოთ და ვნახოთ“- კახა კალაძე.