კონგოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების ცხედრები ჯერ არ აღმოუჩენიათ

კონგოში სატვირთო თვითმფრინავმა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა. როგორც აღინიშნა, თვითმფრინავში ასევე იყვნენ ჯარისკაცებიც. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, თვითმფრინავის ნამტვრევები იპოვეს, თუმცა გარდაცვლილები ჯერ არ აღმოუჩენიათ.
უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.