პრემიერი სამშენებლო სექტორს მომთხოვნი ტონით ესაუბრება

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გახარიას ტონი მიმართვისას მკაცრი და მომთხოვნი იყო, რას მისსავე სიტყვებში გამოიხატა.
შეგახსენებთ, გახარია უკვე შეხვდა ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებს, მათთანაც არანაკლები მოთხოვნითი ტონით გამოირჩეოდა პრემიერის სიტვები.
მისი განმარტებით, თუ სადმე არსებობს პრობლემა, ხოლო სწრაფად გადაჭრის რესურსი არსებობს, პრობლემა მაქსიმალური სისწრაფით უნდა გადაიჭრას და მის დროში გაწელვას მხოლოდ უარესი შედეგები მოაქვს.
„მოგეხსენებათ, დავიწყეთ შეხვედრების სერია. მიზანი არის მარტივი, რაც შეიძლება სწრაფად გავზომოთ ტემპერატურა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ძირითადი მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკისთვის როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
მესმის, რომ 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018. გასულ წელს იყო გარკვეული პრობლემები როგორც რეგულირების, ისე ადმინისტრირების საკითხებში. 2019 წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა კარგად მესმის, რომ საბანკო რეგულაციების, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებისა თუ გამკაცრების შედეგად, რაღაც სირთულეები შეიქმნა. უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივიდეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრამდე.
მშენებლობის სექტორი არის მზარდი. ამიტომ, ყველანაირი ერთმანეთის დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მეუბნებით, კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ, საიდან გამომდინარეობს ან გვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც” – აცხადებს საქართველოს პრემიერი.