კალაძე ბაღებში კვებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, ბაღებში კვების რაციონი სტანდარტებს არ შეესაბამება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს, შეკითხვა დაუსვეს. კალაძემ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და თუ სადმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მერია არავის არ დაინდობს და არც დაიცავს.
„გამორიცხულია სწორი იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მონიტორინგს. თუ ისეთი შემთხვევა დაფიქსირდება, როგორც გასულ წელს იყო პრობლემები, მაშინვე ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება, რომ პრობლემები თავიდანვე იყოს მოხსნილი. არავის არ დავიცავთ, არავის არ დავინდობთ! ჩვენთვის ბავშვების კვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ სტანდარტს და გვექნება ის მიდგომები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“ – აცხადებს კალაძე.