საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცხეთაში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. კერძოდ: 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე; 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.
მოძრაობა 15 ოქტომბერს, დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.