ოქტომბრის ბოლოდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აცხადებს,რომ წელს ანსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება. ამასთანავე მან მოუწოდა ხალხს წითელას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრისკენ.
„ჯერ სახელმწიფო პროგრამით ვაქცინაცია არ დაწყებულა, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება, რადგან ჩვენთან გრიპის სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. რაც შეეხება კომერციულ ქსელს, რეკლამას ხომ ვერ გავუკეთებ, თავად აკეთებენ რეკლამას და ყველგან უდევთ ინფორმაცია აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ უფასოდ ავცრით განსაკუთრებით მაღალი რისკის ადამიანებს, მათ რიცხვში შედიან: დიაბეტიანი, C ჰეპატიტის მქონე, აივ ინფიცირებული, დიალეზზე მყოფი ავადმყოფები. მათ შორის არიან ექიმები, რადგან ისინი ავად რომ გახდნენ, სხვას ვეღარ უმკურნალებენ. მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება ბავშვთა სახლებში და მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფები, ასევე ორსულები. წითელაზე ჩვეულებრივ გრძელდება აცრები ყველა მსურველისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ აიცრებიან. მართალია, ჩვენ კონგო არ ვართ, ახლა გამოქვეყნდა, რომ იქ წითელათი 4 000 ადამიანია მკვდარი. ნუ დავემსგავსებით კონგოს. ავიცრათ!” – აცხადებს პაატა იმნაიძე.