ზელენსკიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ე.წ. პრეს – მარათონმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი და გახდა მსოფლიო ლიდერი ყველაზე გრძელ „პრესკონფერენციაში“, რომელიც გრძელდებოდა 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
ზელენსკის შეხვედრა ჟურნალისტებთან ფუდმარკეტში 10 ოქტომბერს ჩატარდა. პრეზიდენტის საუბრისას ჟურნალისტებთან გამოცხადდა უკრაინის ნაციონალური რეკორდების რეესტრის წარმომადგენელი და თქვა რომ ”ზელენსკის პრესკონფერენციამ” დაამყარა ”მსოფლიო რეკორდი”.
„არაფერი წინასწარმეტყველებდა უბედურებაზე, სანამ ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები არ გაგვაფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა მსოფლიო მიღწევა დამყარდეს. ჩვენ ძალიან სწრაფად ჩავატარეთ შემოწმება … უკვე, პრესკონფერენცია 8 საათზე მეტ ხანს გრძელდება ეს კი წინა რეკორდს აღემატება მინიმუმ 45 წუთით… და იქიდან გამომდინარე, რაც მოვისმინე, თქვენ კიდევ რამდენიმა საათი მოგიწევთ მუშაობა. მესმის, რამდენად რთულია ეს და გისურვებთ გამძლეობას.“ – რეესტრის წარმომადგენელი.
ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის „მოკრძალებული ადამიანია“ და არ მოსწონს ჯილდოები. ზორინმა ზელენსკის ჯილდო გადასცა. ზელენსკის სპიკერმა ჯულია მენდელმა განაცხადა, რომ ეს მათთვის სიურპრიზი იყო.
აღსანიშნია, რომ ზორინმა ადრე გააკეთა ასეთი ჩანაწერები: “ყველაზე დიდი ხახვი უკრაინაში”, “ყველაზე მოქნილი ბებია უკრაინა”, “ყველაზე დიდი შამპინიონი უკრაინაში” და ა.შ.
მანამდე ყველაზე გრძელი პრესკონფერენცია ჰქონდა ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, ის 2017 წლის თებერვალში ჟურნალისტებს ესაუბრა 7 საათისა და 21 წუთის განმავლობაში.
ასევე გრძელვადიანი პრესკომფერენციები უყვარს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.