ამერიკის სამი გზა თურქეთ-სირიის დაპირისპირებაში

ამერიკის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობს ქვეყნის სამ არჩევანზე თურქეთ-სირიის დამიპირისპირებაში.
„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა“, -აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
ამასთანავე ტრამპმა აღიარა, რომ რეგიონიდან ჯარების გაყვანას ამერიკელი ხალხი ნეგატიურად შეხვდა.