ზელინსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის ადგილად ახლად გახსნილი „Kyiv Food Market-ი“ აირჩია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დღეს მოაწყო მრავალსაათიანი შეხვედრა კიევში მედიის წარმომადგენლებთან, რომელთაგან 300 ჟურნალისტს ქონდა მიღებული აკრედიტაცია. შეხვედრა ჩატარდა ახალ „Kyiv Food Market-ში“ სადაც 20 – ზე მეტი რესტორანი მდებარეობს ერთ ჭერქვეშ. სახელმწიფოს მეთაური ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრა სხვადასხვა ჟურნალისტს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა უკრაინული სატელევიზიო არხებით. ზელენსკის სპიკერმა ჯულია მენდელმა განაცხადა, რომ შეხვედრა შეიძლება გაგრძელდეს 10 საათს.