რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკრიტიკა ევროკავშირის სახელმწიფოები, რომლებიც გმობენ ანკარას სამხედრო ოპერაციას სირიაში. პოლიტიკოსი სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრების გახსნას იმუქრებოდა.
სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი ”მუდმივად ატყუებდა და არასდროს ყოფილა გულწრფელი”, და ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ”ტერორისტული თავდასხმების საფრთხის ქვეშაა” და მიიღო 3.5 მილიონი სირიელი ლტოლვილი.
“ ჰეუ, ევროკავშირო, თავი ხელში აიყვანე! თუ ჩვენი ოპერაციის შემოჭრას ეძახით, მაშინ ჩვენი საქმე მარტივია – ჩვენ გავხსნით ჩვენს სასაზღვრო გადასასვლელებს და გამოვუშვებთ 3,6 მილიონ ლტოლვილს, ”- თქვა მან.
თურქეთის ლიდერმა გვერდი არ აუარა საუდის არაბეთს, ასევე ეგვიპტესაც რომელთან დაგმეს თურქეთის ოპერაცია სირიაზე.
„დაე საუდის არაბეთმა ჩაიხედოს სარკეში. ვინ მიიყვანა იემენი ასეთ მდგომარეობამდე? პირველ რიგში პასუხი გაგვეცით ამაზე. თქვენ არ გაქვთ უფლება ჩვენ რამე გვითხრათ. ეგვიპტე კი საერთოდ გაჩუმდეს, იქ მართავს ადამიანი, რომელმაც მოკლა დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში“ – თქვა ერდოღანმა.
ერთი დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ, სახელად – “მშვიდობის წყარო”. თურქეთის ლიდერის თქმით, ოპერაცია მიმართულია ქურთისტანის მუშათა პარტიისა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ. თურქეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს ოპერაცია, რამაც საჰაერო შეტევა მიაყენა ჰასკის პროვინციაში მდებარე ქალაქ რას ალ-აინსზე, რის შემდეგაც თელ აბიადის საზღვარს დაესხნენ. ამის საპასუხოდ, სირიელმა ქურთებმა ცეცხლი გაუხსნეს თურქეთის რამდენიმე ქალაქს, რომელიც მდებარეობს სირიის საზღვართან.