ხაზარაძე ქვეყანას დიდ ტყუილების ტომარას უმზადებს

დღეს, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე იმართება. სხდომაზე მტკიცებულობების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
შეგახსენებთ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ტყუილების დასამარცხებლად. საინტერესო და პერსპექტული შემოთავაზებაა ხაზარაძისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ რიგში საკუთარი ტყუილების გამოაშკარავებას დაიწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ „ტყუილების ქვეყანას“ ცდილობს უფრო დიდი ტყუილების ტომარა ჩამოაფაროს თვალებზე, ყველაფერს კი ნაძალადევი სამართლიანობით გეგმავს. სექსისტი, მევახშე, რომელიც ცდილობს ქვეყნის სათავეში მოსვლას. ამის საბოლოო შედეგი ჩვენ კი არა თვითონ ხაზარაძესაც კი არ აქვს წარმოდგენილი.