დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მ სირიიდან ორი განსაკუთრებულად საშიში მებრძოლი ტერორისტი გაიყვანა

აშშ-ს ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“დაწერა, რომ აშშ-მ სირიიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი განსაკუთრებულად საშიში მებრძოლი გაიყვანა.
„იმ შემთხვევისთვის, თუ ქურთები ან თურქეთი დაკარგავენ კონტროლს, აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც ცნობილნი არიან „ბითლზის“ სახელით და დაკავშირებულნი არიან სირიაში თავის მოკვეთის გზით მკვლელობებთან, უკვე გაიყვანა ამ ქვეყნიდან დაცულ ადგილას, რომელსაც აშშ-ი აკონტროლებს. ისინი ბოროტებს შორის ყველაზე ბოროტები არიან“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
მანამდე კი ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სირიელმა ქურთებმა ამერიკელ სამხედროებს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი, ბრიტანელები ალექსანდრ კოტი და აშ-შაფი ელ შეიხი გადასცა. მათ 27 მძევლის, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტების ჯეიმს ფოულისა და სტივენ სოტლოფის მკვლელობაში ადანაშაულებენ. „სიენენის“განცხადებით, ამერიკული მხარე ორი ტერორისტის აშშ-ში გადაყვანას აპირებს გასასამართლებლად.