პრეზიდენტი ზელენსკი პრესმარათონს ატარებს

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ლიდერი, ვლადიმერ ზელენსკი დღეს პრესმარათონის გამართვას აპირებს. დღის განმავლობაში ჟურნალისტები შეძლებენ შეკითხვა დაუსვან პრეზიდენტს. პრესმარათონი კიევის ცენტრში გაიმართება. პრეზიდენტ ზელენსკის ჟურნალისტების 7-10 კაციანი ჯგუფი დაუსვამს შეკითხვებს, რომლებიც ყოველ ნახევარ საათში შეიცვლებიან.