რუსეთში დაკავებულმა 72 წლის პენსიონერმა ბრალი აღიარა

რუსეთში 72 წლის პენსიონერი, ვლადიმირ მორგუნოვი დააკავეს. მას ბრალი სახელმწიფო ღალატში დასდეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. მას ორი პასპორტი (რუსული და უკრაინული), ტელეფონების ათი ყუთი და სიმ-ბარათები აღმოუჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მორგუნოვმა ბრალი აღიარა.