12 ოქტომბერს, გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

12 ოქტომბერს, გურჯაანში, მასშტაბური ღვინის ფესტივალის ჩატარება იგეგმება. ღონისძიებაზე, 200-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანია იქნება წარმოდგენილი. წინასწარი გათვლებით, ფესტივალის ვიზიტორები 10 ათასს გადააჭარბებს.
„ღვინის ფესტივალი გურჯაანში მესამე წელია ტარდება. წელს უკვე 200-ზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული. ეს არის ადგილი, სადაც მცირე მეღვინეებს საშუალება ეძლევათ, იქ ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ღვინო დააგემოვნებინონ და გააცნონ. წელს 10 ათასზე მეტ სტუმარს ველოდებით. ეს ფაქტია მნიშვნელოვანია, როგორც მეღვინეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, რადგან მეღვინეები წარმოდგენილი არიან მთელი კახეთის რეგიონიდან და მთელი საქართველოდან: ბაღდათიდან, გორიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, აჭარიდან. ფაქტობრივად, ეს არის საშუალება, როცა მეღვინეს შეუძლია თავისი ღვინო გააცნოს არა მხოლოდ ქართველს, არამედ უცხოელსაც.“- განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატმა , დავით სონღულაშვილმა.