Forbes-ის მონაცემებით ტრამპის რეიტინგმა უკან გადაინაცვლა

Forbes-ის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, დონალდ ტრამპის რეიტინგმა 16 ადგილით უკან გადაინაცვლა, თეთრ სახლში მოსვლის შემდეკ კი 116-ით. ამერიკელ უმდიდრესებს შორის ტრამპი 275-ე ადგილზეა, იმ დროს, როცა Amazon-ის დამფუძნებელს 37-ჯერ მეტი ფინანსური აქტივი აქვს. მიუხედავად ამისა, ტრამპი მაინც ყველაზე მდიდარ ამერიკის პრეზიდენტად ითვლება, მისი ქონება 3,1 მილიარდი დოლარია.