სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი პირველ განმარტებას აკეთებს

ილია ჯიშკარიანს, მისმა თანაშემწემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალია. ჯიშკარიანმა, დღეს, ბრალდების შემდეგ პირველად გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ის თავს დამნაშავედ არაფერში ცნობს და სიმართლის დასამტკიცებლად აპირებს იბრძოლოს.

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“ – ამბობს ჯიშკარიანი.