2019 წლის ბოლომდე თბილისს 220 ახალი ავტობუსი დაემატება

კახა კალაძემ ევროპის მოედანზე ISUZU-ს მარკის 60 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი წარადგინა. მერიამ სულ 220 ავტობუსი შეიძინა, რომელთაგან 160-ს 2019 წლის ბოლომდე მიიღებს. დღეს თბილისს 650 ავტობუსი ემსახურება, საიდანაც 145 ლურჯი MAN-ის ავტობუსია. მერმა ავტობუსების დროული მოწოდებისთვის კომპანიას მადლობა გადაუხადა. მერი კალაძე ასრულებს თავის დანაპირებს, ხელს უწყობს თბილისს, რომ „ჯიპების ქალაქი“ აღარ იყოს, ამასთანავე ზრუნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებზე. კომფორტული ავტობუსები, სულ მალე, წლის ბოლომდე მოემსახურებიან თბილისის მოქალაქეებს.