სამადაშვილმა სააკაშვილის დავალებით კომიტეტის სხდომაზე აჟიოტაჟი შემოიტანა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: „თქვენ სწავლობდით ჯიხურში, ფეხიც არ გაქვთ მიდგმული იმ უნივერსიტეტში, რომლის დიპლომიც გაქვთ, თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი“ – განაცხადა სამადაშვილმა. თავის მხრივ ოხანაშვილმა ამაზე კომეტარი გააკეთა და დეპუტატს მიმართა : “ქალბატონო სალომე, თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით, რას ფიქრობთ, რომ მოგცემთ საშუალებას რომელიმე კანდიდატს შეურაცხყოფა მოაყენოთ? – ასეთი შემთხვევა არ გვქონია. თქვენ აჩვენებთ სახეს როგორი უნდა იყოს არაეთიკური პარლამენტის წევრი”.
დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სამადაშვილმა ეს დავალება გაქცეული პრეზიდენტისგან მიიღო. როგორც ჩანს, საქართველო კომუნიზმისა და სააკაშვილის ელფერებს ვერა და ვერ გაექცა.