ანა დოლიძე ქართულ სასამართლოზე საუბრობს

ქართული სასამართლოს კაფკასეულ განწყობაზე საუბარი უფრო და უფრო ხშირდება. ამჯერად ანა დოლიძემ სასამართლოში შეტანილი საქმეები ჭაში ჩაგდებულ კენჭებს შეადარა.

„დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შევიტანე გასული წლის 13 ნოემბერს. გვრიტიშვილმა დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. ეს აიხსნება იმით, რომ სასამართლოს „კლანი“ რომელთანაც დაკავშირებულია დიმიტრი გვრიტიშვილი, ელოდება რომ თვითონ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რადგან ჩემს საქმეს შემდგომ მისივე მოსამართლეები დახვდნენ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სტატიები