ახალი ტექნოლოგია, რომელიც წალმის დალევას შეგახსენებთ

კაფსულისხელა ახალი სენსორული გამოგონება, პირდაპირ მუცლის ღრუდან გაწვდით სიგნალს, თუ რა პრეპარატს საჭიროებს ორგანიზმი.
სან-დიეგოს, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს ახალი გზა, რომ თვალყური ადევნონ წამლების დროულ მიღებას, წერს PLOS Medicine. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შეიმუშავეს სპეციალური სისტემა, სახელწოდებით WOT (“თერაპია დისტანციური მონიტორინგით”). იგი მოიცავს ორი მოწყობილობის გამოყენებას. ერთი მათნი, რომელიც კაფსულის ზომისაა შეგიძლიათ გადაყლაპოთ, ხოლო მეორე დაიმაგროთ სხეულზე.
სენსორი პაციენტის სხეულში აღიქვამს, თუ რა აუცილებელი პრეპარატი აკლია, ხოლო სხეულის აპარატურა მას უკავშირდა და ინფორმაციას Bluetooth- ით იღებს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობას დააკვირდეთ სმარტფონში, ამასთანავე, მასზე დაკვირვება შეგიძლიათ არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ექიმსაც. თუმცა, უცნობია, თუ რამდენი ხანი ჩერდება ეს მოწყობილობა სხეულში.
სისტემა შემოწმდა ტუბერკულოზით დაავადებულ 77 პაციენტზე. აღმოჩნდა, რომ WOT-ის მეშვეობით წამლები დროულად მიიღეს 93%-მა. შედარებისთვის კი, მანამდე მხოლოდ 63% იღებდა წამლებს კეთილსინდისიერად.
მეცნიერების აზრით, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიზნით, ეს სისტემა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა. იქ და ბევრ სხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო, ექიმების რეკომენდაციებს მკაცრად არ იცავენ, რაც ზრდის სიკვდილიანობას.
აღინიშნება, რომ 2017 წელს მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით, მათგან 1.4 მილიონი გარდაიცვალა.