პრემიერი არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას ვანო ზარდიაშვილის ფრაქციიდან წასვლის შესახებ. კითხვაზე, ზარდიაშვილის გაშვება ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყო მზადება, გახარია პასუხობს:
“ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. ეს არის ჩემი პრინციპი, ამ პრინციპით ვმუშაობდი და ამ პრინციპით გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები”, – აცხადებს პრემიერი. როგორც ჩანს, წინა მთავრობამ და სხვა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა საზოგადოების აზროვნება იმდენად შეცვალა, რომ ჰგონიათ კონკრეტული ქმედების უკან აუცილებლად მოტივი უნდა იდგეს. რა თქმა უნდა პრემიერი, სრულ ფრაქციასთან ერთად ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა არა იმიტომ რომ ის მალე იქნება, არამედ იმიტომ რომ ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს.