კრემლი – მოსკოვი აკვირდება ვაშინგტონის ქმედებებს

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ახალი ტიპის იარაღის შექმნას გეგმავს. მის ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მოსკოვი არ შევა ამ „რბოლაში“ ამერიკასთან“. ამასთავანვე, კრემლის ინფორმაციით, მოსკოვი აკვირდება ვაშინგტონის ქმედებებს ამ მიმართულებით.
„მინდა გაგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ მოსკოვი არ შევა ამ „რბოლაში“ ამერიკასთან, რადგან წლების წინ რუსეთმა გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ, ტექნოლოგიური უპირატესობის, უსაფრთხოებისა და პარიტეტის უზრუნველყოფისთვის“- ამბობს პესკოვი.