“საქსტატის” მონაცემებით საქართველოში ხელფასები “გაიზარდა”

„საქსტატის“ ინფორმაციით 2018 წელს წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასები გაიზარდა. თუ მას დავუჯერებთ, დღეისათვის საქართველოში საშუალო ხელფასი 1 068.3 ლარია. საინტერესოა, საიდან მოიპოვეს ეს მონაცემები, ან საზოგადების რომელ ფენაზე ჩაატარეს გამოკითხვა. მონაცემების თანახმად ყველაზე მეღალი ხელფასი სახელმწიფოს მმართველებსა, თავდაცვის სფეროში დასაქმებულებს, სადაზღვეო და საფინანსო საქმიანობაში დასაქმებულ პირებს საქვთ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს „მმართველების“, უფრო სწორად, „სკამისტ-ფულისტების“ ხელფასები დაფიქსირებულად არ ჩანს, თუმცა წარმოდგენილია სადაზღვეოსა და საფინანსოებში მომუშავე პირთა ანაზღაურება – 2 236 ლარი. საინტერესოა, კონსულტანტებმა, მასწავლებლებმა, ლექტორებდა, სამედიცინო დარგისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა რა უნდა თქვან? როგორც ჩანს, მათი არსებობით არავინ ინტერესდება. ხელფასების მომატება კი, სავარაუდოდ სოციალური დახმარების მოხსნის ხარჯზე „გაზარდეს“, შედეგად კი სოციალურად დაუცველი ოჯახები იმ მცირედი შემოსავლის გარეშე დატოვეს რითაც თავს ირჩევდნენ, სანაცვლოდ კი თავიანთი ჯიბეები კვლავ გაისქელეს.