საქართველოს პრემიერი ტურიზმის სფეროს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და წვდომილობას ჰპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მაქსიმალურად ღია საუბრისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის, გუნდის კარები და ტელეფონებიც მათთვის წვდომილი იქნება.
„რა თქმა უნდა, მესმის, კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გქონდეთ რაღაც პრობლემები ბიუროკრატიული იქნება ეს არაბიუროკრატიული, სუბიექტრური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ იქ სადაც შესაძლებელი იქნება, ამ პრობლემების გადაჭრას დასჭირდება დღეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკაში დამატებითი ენერგია სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. მესმის ჩვენი ფუნქცია, რომ პირველი, დაგეხმაროთ და მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, მეორე, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და მესამე, დარგში შევქმნათ იდეალური საინვესტიციო გარემო. ესაა ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, მეტი ტურისტი, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. ყველაფერს რომ თავი დავანებით, ეკონომიკური ეფექტების გარდა ტურიზმს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტიც აქვს, ესაა ქვეყნის ცნობადობა და დღეს ამას ჩვენთვის, განვითარებადი დემოკრატიისთვის, განვითარებადი ეკონომიკისთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს.
მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარებიც, ტელეფონებიც, ყველაფერი თქვენთვის იქნება წვდომადი, იმისთვის, რომ სადაც ეს შესაძლებელია და სადაც პრობლემების გადაწყვეტას ერთად სწრაფად შევძლებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. მინდა შემოგთავაზოთ დღეს მაქსიმალურად ღიად,შეზღუდვების გარეშე ვისაუბროთ, ამისთვის მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და არც დღეს შეგვეშინდება, მითუმეტეს, დარწმუნებულები ვართ, რომ რამენაირად პასუხების გაცემას შევძლებთ,“ – აცხადებს პრემიერი.
შეგვიძლია, საქართველოს პოლიტიკის ისტორიაში, პირველად ვიამაყოთ ქვეყნის მმართველებითა და პროცესების გამჭვირვალობით.