თბილისი – 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქი

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ, განაცხადა, რომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“. ის მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის საქართველოს პირველი გამომცემლობის აღდგენას. მოცემული ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში წიგნების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა ყველა სოციუალური ფენისათვის.