ქურთული ძალები ტრამპს „ზურგში მახვილის ჩაცემაში“ ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, თურქეთის ოპერაციის დაწყებამდე, ჯარები გაიყვანოს სირიიდან დემოკრატები მოღალატეობრივ ქმედებად აღიქვამენ. პრეზიდენტის ამ ქმედებას რესპუბლიკელებიც აკრიტიკებენ. აღნიშნავენ, რომ „ისლამური სახელმწიფოებიდან“ წამოსული საფრთხე ჯერ ისევ აქტიურია. ქურთულმა ძალებმა კი ჯარების გაყვანის მოთხოვნას „ზურგში მახვილის ჩაცემა“ უწოდეს.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სირიიდან ძალები გაიყვანოს, არის მოღალატეობრივი ქმედება ჩვენი პარტნიორი ქურთული ძალების მიმართ, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“ – განაცხადა აშშ-ს პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა.

ამ პროცესებმა შესაძლოა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი კიდევ უფრო გაამწვავოს.