ირანში ბლოგერი ფოტოების ატვირთვის გამო დააკავეს

სოციალური ქსელის ვარსკვლავი, საჰარ ტაბარი, ნამდვილად აოცებს და ამასთანავე აშინებს მთელ ინტნეტის მომხმარებლებს. თუმცა მისი ასეთი ცნობადობა მისთვისვე საუბედუროდ შემოტრიალდა.

გოგონამ პოპულარობა მოიპოვა, როგორც ანჯელინა ჯოლის ირანული ასლი, მხოლოდ ძალიან სპეციფიკური. მისი დამახინჯებული სახე უფრო ჰგავდა მთავარ პერსონაჟს მულტფილმიდან “პატარძლის გვამი”. თუმცა ცუდი დიდება მაინც დიდებაა. ტაბარმა გააგრძელა საშინელი სურათების განთავსება და მის გარშემო ტრიალებდა ჭორები, რომ “სანახაობრივი” გარეგნობის გამო, მან უკვე 50-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ბლოგერის მცდელობა არავინ დააფასა და საბოლოოდ ცუდადაც შემოუბრუნდა. ინსტა-მოდელი დააპატიმრეს თეირანში, სასამართლოს დაკვეთით, Instagram- ზე მისი პოსტების გამო. მას ბრალს სდებენ მკრეხელობის, ძალადობის, მიუღებელი მეთოდებით შემოსავლის მიღებისა და სხვა მრავალი ბრალდებით, წერს Daily Mail. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელი ემუქრება მას. Instagram-ი არის ერთადერთი მთავარი სოციალური ქსელი, ირანში, ახლა კი საჰარის გვერდი დაბლოკილია.

ამავე დროს, თავად თაბარმა აღიარა, რომ მისი საშიში ფოტოების საიდუმლო არა პლასტიკური ქირურგია, არამედ მაკიაჟი და ფოტოშოპია. გოგონას თქმით, მან ცხვრის კორექტირება გაიკეთა, ტუჩები გაზარდა და ლიპოსაქცია ჩაიტარა, მაგრამ ამან დიდად არ შეცვალა მისი გარეგნობა. ბლოგერმა სურათის გამოაქვეყნა მისი “ნამდვილი” სახით, რომელზეც იგი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება.

“ეს არის Photoshop-ი და მაკიაჟი. ყოველ ჯერზე ვიხატავ უფრო სასაცილო სახეს. ეს არის თვითგამოხატვის საშუალება, ერთგვარი ხელოვნება. ჩემმა გულშემატკივრებმა იციან, რომ ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახე. ” – აცხადებს ბლოგერი.