ჯანდაცვის ახალი მინისტრი მედიკამენტევბზე ფასების რეგულაციას გეგმავს

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულაციას გეგმავს. აღსანიშნავია, ის, რომ დაპირების მიუხედავად, მინისტრს არ განუმარტავს, თუ როგორ აპირებს მედიკამენტების ფასების რეგულირებას, ერთადერთი, განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ახდენს ფასების ნაწილობრივ ან სრულ რეგულირებას. არ არის საჭირო პოლიტიკაში ღრმად ჩახედულობა, რომ მიხვდე: ეს სიტყვები ნაკლებად სარწმუნოა! ჩვენ არ გვსურს ვიყოთ პესიმისტები, თუმცა განმარტებების გარეშე რთულია ირწმუნო ფასებზე რეგულაციის (დოლარის კურსის ზრდის გათვალისწინებით). ამასთანავე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ირინა ჭელიძე, ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ჯანდაცვის მინისტრი ჯერ არ შეხვედრია.
შეგახსენებთ, სერგეენკოს მინისტრობის დროს ამ საკითზე საუბარი დაიწყო, რის შედეგადაც ერთი შეხვედრა ჩატარდა, ახლა კი მეორე. პირველი შეხვედრის შედეგი სახეზეა, ახლა კი დროა მეორე შეხვედრის შედეგებს ველოდოთ. იმედია ლოდინი კვლავ ლოდინად არ დარჩება.