დღეს, უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მაია ვაჩაძის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა დაიწყო. ის მეხუთე კანდიდატია, რომელსაც დეპუტატები მოუსმენენ. ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ 1999 წლის შემდეგ, 2009 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იგი განმეორებითი ვადით აირჩიეს. ის 2013 წლიდან 2019 წლის 1-ელი აპრილის ჩათვლით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე იყო.