აშშ თურქეთის სპეცოპერაციას მხარს უჭერს

თურქეთმა გადაწყვიტა სირიაში სპეცოპერაცია დაიწყოს. თავდაპირველად აშშ ამ გეგმებს მხარს არ უჭერდა, თუმცა მოგვიანებით, როგორც გაირკვა, ის თურქეთის თანამოაზრე გახდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ზონიდან ძალებსაც გაიყვანს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, აცხადებს, უსაფრთხოების ზონის შექმნის გეგმა ყველაზე ლოგიკური და გონივრული გზაა იმისთვის, რომ სირიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. მისი განმარტებით, ევფრატის აღმოსავლეთიდან 2 მილიონი ადამიანის დაბრუნება იგეგმება.
თურქეთის ლიდერის განმარტებით, ანკარა სირიაში ჯარების განლაგებისთვის, ხოლო შემდეგ ოპერაციის ჩატარებისთვის ემზადება.
როგორც ერდოღანმა, 4 აგვისტოს განაცხადა, მას ვაშონგტონთან მოლაპარაკებებში „მოთმინება ეწურებოდა“ ქვეყანაში უსაფრთხოების ზონის შეუქმნელობის გამო. საბოლოო ჯამში აშშ და თურქეთი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ბოლო წლებია, ანკარას ინტერესების იგნორირების გამო, ერდოღანი ევროპისა და შტატების მიმართ წყენას არ მალავს, სწორედ ამან გამოიწვია თურქეთ-რუსეთის დაახლოება. ერთი საათის წინ New York Times-ში გამოქვეყნდა ტრამპის პოზიცია თურქეთის სირიაში ოპერაციასთან დაკავშირებით რაც ანკარისა და დასავლეთის დაახლოებას ისახავს მიზნად.