ნაცრუსთავიორელების კინკლაობა დაიწყო

“რუსთავი 2-დან” ხმაურით წასული გვარამია და მისი გუნდი, ახლა “რუსთავი 2-დან” წასულ მეორე გუნდს – ფორმულა TV-ს, ანუ კეზერაშვილის გუნდს უპირისპირდება.

დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კულუარულ დონეზეა ცნობილი, თუმცა მალე საჯარო გახდება დიდი ალბათობით, რადგან საქმე ფულს ეხება.

გვარამიას არხს პრეტენზია წაუყენებია კეზერაშვილის არხისთვის – სარეკლამო დამკვეთებს რატომ გვართმევო… მათ კი უპასუხიათ, ამას წართმევა კი არა კონკურენცია ჰქვიაო. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ პროკურატურაში “რუსთავი 2-ის” თანხების გაფლანგვაში ძიება მიდის, სადაც გვარამია მთავარი ფიგურანტია და გირაოს გადახდაც კი მოუწია.

ძიების ფარგლებში დაბარებულები არიან ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნიაც, რომლებიც თავისთავად გვარამიას პოზიციას დაიჭერენ, რადგან მასთან მუშაობენ. გიორგი ლაფერაშვილი კი აღარაა გვარამიას „გუნდში“ და ახლა ფორმულა TV-ს საინფორმაციოს უფროსია, ანუ კონკურენტია.
მათ შორის უთანხმოების პირველი ტალღა იყო კადრების გადაბირების თემა, რამაც კონფლიქტამდე არ დაძაბა ურთიერთობა მაგრამ, ფული გაცილებით მძიმე თემაა და შებამისად დიდი „კატების ომი“ წინაა.

მსგავსი სტატიები