პრინცი ჰარი უჩივის ტაბლოიდის მფლობელებს The Mirror and The Sun-ს

სასექსის ჰერცოგმა უჩივლა ორი ბრიტანული ტაბლოიდის მფლობელს – The Sun და The Daily Mirror – სავარაუდო უკანონო ტელეფონის მოსენისთვის.
პრინცი ჰარის სარჩელი დაადასტურა ბუკინგემის სასახლემ, The News Group Newspapers გაზეთების სპიკერმა და The Sun- მა.
პრინცი ჰარის სახელით ინგლისის და უელსის უზენაეს სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ხმოვანი შეტყობინებების არალეგალურ მოსმენას.
ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რომელ პერიოდს მიეკუთვნება მიმდინარე ბრალდებები The Sun- ისა და The Daily Mirror– ის წინააღმდეგ.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სამეფო ოჯახის წევრის ეს ბრალდება ეხება პერსონალური სატელეფონო ხაზის მოსმენის სკანდალს, რომელიც 2000 წლის დასაწყისში, ბრიტანეთში, მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი, ოქტომბრის დასაწყისში უჩიოდა ბრიტანულ ტაბლოიდს The Mail- ს და მის გამომცემელს Associated Newspapers- ს პირადი წერილის უკანონო გამოქვეყნების გამო, რომელიც მან მამამისს, თომას მარკლის, მისწერა.