7 მაგალითი რატომ არ უნდა შევიდეთ მშობლების ოთახში

ისე მოხდა, რომ ბავშვობაში მშობლებთის ოთახში ვპოულობდით ისეთი რაღაცებს, რაც აშკარად არ იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის. Reddit– ის მომხმარებლებმა გაიხსენეს თავიანთი მოგონებები უცნაური აღმოჩენების შესახებ, რისი დავიწყებაც რთულია.
ბავშვობაში ოდესმე გიქექიათ მშობლების ოთახი? შემდეგ კი გინანიათ? მშობლებმა გაიგეს ამის შესახებ?
ასე დაიწყო ძალიან გულწრფელი საუბარი Reddit– ზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომხმარებლებმა გვითხრეს, რომ მათ იპოვეს რაღაც შთამბეჭდავი დედებისა და მამების, ბებია-ბაბუას ოთახებში. “ზრდასრული ვიდეოს” კასეტებით ისინი არ შემოიფარგლებოდა.
“წიგნი “სექსის სიხარული “. ილუსტრირებულია. ზოგიერთი სურათი ხელით არის დახატული … ო. არა. ჩემი საწყალი, უდანაშაულო ბავშვის ტვინი.”
“პრეზერვატივის უზარმაზარი ყუთი, პორნოგრაფიული დისკები და ხელმოწერილი კასეტა, ვწუხვარ, რომ ვნახე ეს ყველაფერი”
”ერთხელ ბებიასთან საკმაოდ უცნაური ვიბრატორი აღმოვაჩინე. 6 წელი გავიდა, მაგრამ მე მაინც მაქვს ეს სცენა თვალწინ.”
“ჩემი მშობლების გარდერობში საცხენოსნო ფორმა ვიპოვნე. მე კი:” რა … რამდენი ხანია ცხენი გვყას?”
როგორც აღმოჩნდა, სექსუალური სათამაშოები არ არის ყველაზე ცუდი რამ, რაც მშობლებთან შეგიძლიათ იპოვოთ. ზოგს ისეთი რამ უპოვია მშობლების ოთახში, რის შემდეგაც ტრავმა დღემდე მოჰყვებათ.
”მე ბიძაჩემის თვითმკვლელობის ჩანაწერი ვიპოვნე, რომელშიც ბევრი იყო * ჩემი ოჯახის შესახებ, რომლის გაგებაც არ მინდოდა 11 წლის ასაკში.”
”მამაჩემის დღიური აღმოვაჩინე იმ დროიდან, როდესაც ჯერ კიდევ დაბადებული არ ვიყავი. ის ძალიან დეპრესიული იყო. მან დაწერა იმაზე, თუ როგორ ტიროდა ჩემი უფროსი დაიკო საბავშვო ბაღისკენ მიმავალ გზაზე. ამან გული ძალიან მატკინა”
“ვიპოვე ჩანაწერი ბავშვზე, რომელიც დედაჩემმა 18 წლის ასაკში გააშვილა. გასაოცარი ის არის, რომ დედაჩემს სულ სხვანაირი ცხოვრება ჰქონდა, სანამ ის მე გამაჩენდა 27 წლის ასაკში”.