საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა.