„რუსთავი2“ პრობლემის წინაშე

2019 წლის 18 ივლისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სატელევიზიო ბაზარზე ქაოსი დაიწყო. გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა. ცალკე გაიქცა ფორმულა კრეატივის ხალხი და ტელეკომპანია ფორმულა დაარსა. რუსთავი 2 კი მის ადგილზე დარჩა, თუმცა კომპანიიდან 300-მდე ადამიანი წავიდა და როგორც ამბობენ კიდევ ბევრი აპირებს.
ამასთან ჟურნალისტურ წრეებში მუსირებს აზრი, რომ გვარამიასთან წასული რუსთავი 2-ელების ნაწილი უკვე ნანობს გადაწყვეტილებას და ალტერნატიულ სამსახურს ეძებენ. ანალოგიური ვითარებაა ფორმულა ტვ-ზეც. რაშია საქმე? ბევრის აზრით ეს პოლიტიკური ანგაჟირების თემაა, თუმცა ამ ტალღამ უკვე გადაიარა.
გვარამიას მსგავსად აგრესიული თუ ექსპრესიული თანამშრობლების დიდი ნაწილი უკვე გამოჩნდა მთავარ არხზე. ვისაც გვარამიამ არ ან ვერ დაუძახა, ის ლაფერაშვილმა წაიყვანა ფორმულაზე, დაპირებებით. სწორედ ამ დაპირებებშია პრობლემა.
გვარამია, იმისთვის, რომ ხალხი შეინარჩუნოს დროებით მაინც, გარიგებაზე წავიდა რურუების ოჯახთან და ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ 5% დათმო. თუმცა ტელევიზიისთვის ეს 2 სტუდია და 2 თვის ხელფასია… თანამშრომლები უკვე აცნოებიერებენ, რომ იქ დიდი ფული არ ტრიალებს და მალე სახელფასო პრობლემები გაჩნდება. რაც მათ რუსთავი 2-იდანაც იციან, რადგან გვარამიას მმართველობის დროს არხს თვეებით ქონდა სახელფასო დავალიანება, თან იმ პირობებში, რომ გარეკვეული ჯგუფი დაგვიანების გარეშე იღებდა ათასებს.
ითვლება, რომ ფორმულა კრეატივი ყველაზე კომერციულ ტელეპროექტებს ქმნის და ფულიც ბევრი აქვთ, თუმცა ისიც ცნობილია, რომ მათ უკან კეზერაშვილი დგას. ფაქტია ისიც, რომ ეს არხი ამ ეტაპზე რამდენიმე ოთახშია გათავსებული, რაც ფინანსურ სისუსტეზე მიანიშნებს. ამას ემატება ვალიც… როგორც ირკვევა მათ აშშ მტავრობის (USAID პროექტი) ვალი აქვთ და ვალდებულები არიან გრანტის ფარგლებში მიღებული თანხა გრანტით გაწერილ სერიალში ჩადონ, რამაც სერიალ ჩემი ცოლის დაქალების გადაღება გადადო.

დაბოლოს, მართალია უცნობია რა წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება აგზეთ ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ელისო კილაძე რუსთავი 2-ს რაც დაპირდნენ ის ფული არ მისცესო, მაგრამ არხიდან უკვე გამოჟონა ცნობამ, რომ აგვისტოს და სექტემბრის ხელფასებზე თანამშრომელბს უკვე პრობლემა აქვთ.