ნაცმელაძის შემდეგ გამოკითხვაზე ლიბერალისტი გაბუნიაც დაიბარეს

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“- ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შეგახსენებთ, გამოკითხვაზე ნოდარ მელაძეც დაიბარეს, როგორც ჩანს დაუსჯელი არავინ რჩება.